შპს “ბარამბო” - ქართული შოკოლადის/ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიაა და 2009 წლის 11 მარტს დაარსდა. მას ანალოგი არ ჰყავს ამიერკავკასიაში: მასშტაბით, ხარისხით და წარმოების ტექნოლოგიით. თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიების და უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეულის გამოყენებამ, წარმოების მუდმივმა კონტროლმა საშუალება მისცა კომპანიას პროდუქციის ხარისხით მსოფლიო წამყვანი ქვეყნების სტანდარტებისთვის მიეღწია.
კომპანია "ბარამბო"-ს ლიდერი პოზიცია უჭირავს საქართველოს ბაზარზე და ტკბილეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა: შოკოლადის ფილა, შოკოლადის ბატონი, შოკოლადის კანფეტი, ასორტი, კარამელის კანფეტი, ნაყინი და სხვა. 2011 წლის მარტიდან კომპანიამ ნაყინის წარმოება დაიწყო. ნაყინის საწარმოს დანადგარები იტალიურია და მოწვეულმა იტალიელმა ტექნოლოგებმა ადგილზე გამართეს. 15 დასახელების ნაყინმა პოპულარობა - საზოგადოებაში გამოჩენისთანავე მოიპოვა. 2011 წლის ნოემბრიდან „ბარამბომ“ ტკბილეულის წარმოების ახალი მიმართულებით დაიწყო მუშაობა და მომხმარებელს ვაფლი და ვაფლის ტორტები შესთავაზა.
კომპანიაში პროდუქციის ხარისხის კონტროლი ხდება წარმოების ყველა ეტაპზე. მკაცრად კონტროლდება ნედლეულის ხარისხი, გამოშვებული პროდუქცია მოწმდება მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, კომპანიის ზედამხედველობის ქვეშ არის სადისტრიბუციო ქსელი. შპს „ბარამბოს“ დაარსების პირველი დღიდან დასახული იყო, რომ საწარმოს უნდა დაეკმაყოფილებინა საერთაშორისო ISO22000:2005 სტანდარტის მოთხოვნები, რომელიც ემყარება HACCP-ის პრინციპებს ეს სტანდარტი მოიცავს წარმოების მთელ ჯაჭვს - ნედლეულის მიღება და შენახვა, პროდუქციის დამზადება, მზა პროდუქციის შენახვა და მომხმარებლამდე მიწოდება, ამ პროცესის ყველა ეტაპზე კვებითი უსაფრთხოების რისკების კონტროლით, პრიორიტეტად კომპანიამ პროდუქციის ხარისხი დაისახა. ამისთვის დამონტაჟდა თანამედროვე ევროპული (გერმანული, ბელგიური) დანადგარები, გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეული, რომლითაც „ბარამბოს“ მსოფლიოში ცნობილი კომპანია „ბარი კალებაუტი“ ამარაგებს.
კომპანია „ბარამბო“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, პროფესიონალთა გუნდი უცხოელ კოლეგებთან ერთად მუდმივად მუშაობს პროდუქციის გაფართოვებაზე, ახალი ტექნოლოგიების შემოღებაზე და ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე/მომხმარებელზე. ქარხანაში მოწვეული არიან უცხოელი ტექნოლოგები, თანამშრომლები ესწრებიან ინტენსიურ ტრეინინგებს ევროპელ სპეციალისტებთან.
საქართველოს ბაზარზე კომპანია „ბარამბო“ ლიდერი ბრენდია შოკოლადის წარმოებაში, პოზიციის შენარჩუნებაში კი მთავარია სტრატეგიული პრინციპები - ბაზრის პოტენციალის განვითარება, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზება, მომხმარებლის მოთხოვნების კვლევა და დაკმაყოფილება. „ბარამბოს“ წოდება სხვადასხვა დაჯილდოვებაზე და მიღებული სერტიფიკატების ჩამონათვალი:
2013 წელი - შპს „ბარამბო“-მ მესამეჯერ მიიღო „ოქროს ბრენდის“ წოდება და დასახელდა
„შოკოლადის რჩეულ ბრენდად“.
2011 წელი - საქ. ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოვება „მერკური 2011“ – „ბარამბო წლის აღმოჩენა“
2011 წელი - „ქართული ხარისხის“ სერტიფიკატი (უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი)
2010 წელი - შპს „ბარამბო“ ISO 9001:2000 სერტიფიკატის მფლობელი
2010 წელი - ერის მოამაგეთა დაჯილდოვება „ბარამბო“ „სოფლის მაშენებელი მეცენატი 2010“ მაღალტექნოლოგიური, ხარისხიანი წარმოების კულტურის ქომაგობისთვის და სოციალური აქტივობისთვის.
2010 წელი - ქართული ბრენდის დღე - „ბარამბო წარმატებული ახალი ბრენდი“
Комментариев нет:
Отправить комментарий